დერმატო - კოსმეტოლოგია

დერმატო - კოსმეტოლოგია

ფილერები

ფილერები

ფილერები - მაღალი ხარისხის ჰიალურონის მჟავის პრეპარატები: ფილერი, არის ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დამზადებული შემავსებელი გელი. ფილერის ინექცია სახის გარკვეუულ ზონაზე გაოიყენება ნაოჭების გასასწორებლად, ღრმა ღარების ამოსავსებლად , რელიეფის კორექციისთბის ან ტუჩის მოცულობის გაზრდისთვის ოპერაციის გარეშე. ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში არსებობს

კონსულტაციაზე ჩაწერა
უსისხლო რინოპლასტიკა

უსისხლო რინოპლასტიკა

ადამიანები, რომელთაც სურთ ცხვირის გასწორება ხშირად ვერ ბედავენ ოპერაციის გაკეთებას. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში შეიქმნა მეთოდი „უსისხლო რინოპლასტიკა“.

კორექციისათვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავის პრეპარატები და საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვა. უსისხლო რინოპლასტიკა ცხვირის რადიკალური რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი ან ლოკალური ანესთეზიის ქვეშ.

აღნიშნული პროცედურა პოპულარულია იმით რომ არ საჭიროებს ოპერაციას და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროგრამას. პროცედურის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ პაციენტს მეორე დღესვე შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რითმი. ინექციის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სისხლჩაქცევა, შეშუპება, რომელიც უკვალოდ ქრება 2-3 დღის შემდეგ. შედეგი ნარჩუნდება 12-18 თვე

კონსულტაციაზე ჩაწერა
ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია

ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას შეყვანის მეშვეობით, კანის გამაახალგაზრდავებელი მეთოდია. 

ბიორევიტალიზაციი სდროს ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიოპრეპარატის შეყვანა (ჰიალურონისმჟავა) კანისე პიდერმისის შუაშრეში.   ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებით(უძილობა, გადაღლილობა, ულტრაიისფერი სხივები)ჰიალურონის რაოდენობა მცირდება და რის შედეგადაც თქვენი კანი ცუდად გამოიყურება: იგი ფერმკრთალი და მოშვებულია, ჩნდება შავი წრეები თვალების ირგვლივ, კანის ელასტიურობა და ტონუსი მცირდება, იკვეთება ნაოჭები. 

30 წლამდე ადამიანის კანი სუჯრედებში, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, მეტ-ნაკლებად, სტაბილურია. 30 წელს ზემოთ, იწყება ჰიალურონის რაოდენობის კლება. ასეთ დროს, ბიორევიტალიზაცია ყველაზე კარგი საშუალებაა.

ბიორევიტალიზაცია კანის ნებისმიერ იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. როგორც წესი, ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი.

ბიორევიტალიზაციის შედეგად მიიღწევა:
ღრმად ატენიანებს
კანის ელასტიურობის აღდგენა
ლიფტინგი
ნაოჭების შევსება
კანისსტრუქტურის გაახალგაზრდავება

არ არსებობს კანის პრობლემა, რომელიც ბიორევიტალიზაციას არ საჭიროებდეს, ყველაზე აქტუალური პროცედურაა ესთეტიკურ მედიცინაში

კონსულტაციაზე ჩაწერა
ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი-ჭარბი ოფლიანიბა

  ჭარბი ოფლიანობა იგივე ჰიპერჰიდროზი ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში. მუდმივად სველი ხელები, კლიმატის მიუხედავად, დასველებული პერანგი, სიწითლე სახეზე , კიდევ უამრავი სხვა უსიამოვნო და უხერხული სიმპტომი სდევს თან ამ პრობლემას . 

ოფლის წარმოქმნა, პერსპირაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია,თუმცა ხშირ შემთხვევაში პრობლემა უფრო მაშტაბური ხდება და საქმე გვაქვს ჭარბ ოფლიანობასთან რომლის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს .

ლოკალური ჰიპერჰიდროზი პირველადია - იდიოპათიურად, სრულიად უმიზეზოდ უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს. წესისამებრ, ვლინდება ბავშვობაში ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად - იღლიისქვეშა მიდამოში და ვარაუდობენ, რომ ხშირად გენეტიკური განწყობით არის პირობადებული. შედარებით იშვიათია ტერფების, ხელისგულებისა და სახის მიდამოს ჰიპერჰიდროზი. ხშირად ეს ლოკალიზაციები მონაცვლეობს.

ეს დაავადება მხოლოდ მომატებული ტენიანობით და ოფლის უსიამოვნო სუნით არ შემოიფარგლება. ჰიპერჰიდროზის დროს ადამიანი უფრო მეტადაა დაუცველი გაციებისა და ჩირქოვანი გამონაყარებისგან

ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მარტივად მოგვარებას ბოტულინო თერპიით

იღლიებში, ფეხის და ხელისგულებზე ოფლდენის შესამცირებლად გამოიყენება პრეპარატები ბოტოქსი/დისპორტი; პროცედურა სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს!

ჰიპერჰიდროზის მკურნალობაში ბოტოქსის, ან დისპორტის გამოყენების შედეგად თქვენ უკვე აღარ შეგაწუხებთ სისველე .

კონსულტაციაზე ჩაწერა
ბოტოქსი

ბოტოქსი

ღრმა ნაოჭები წარმოიქმნება კანქვეშ განლაგებული კუნთების აქტიური მოძრაობით, დროთ აგანმავლობაში სიცილის, გაბრაზების და სხვა მიმიკის შედეგად სახეზე ჩნდება წვრილი ნაოჭები, დღეს უკვე შესაძლებელობა გაქვთ არა მარტო თავიდააღწიოთ არასასურველი ნაოჭების წარმოქმნას, არამედ შეიმციროთ ან გაიქროთ არსებულიც.

ბოტულინტოქსინი აღიარებულია უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატად ნაოჭებისა და შეჭმუხნული წარბების ეფექტის საწინააღმდეგოდ. ის უსაფრთხოდ, მარტივად და ეფექტურად გამოიყენება გარეგნობის გაუმჯობესებისთვის. კერძოდ: შუბლის არეში ბრაზისგ ან წარმოშობილი ნაპრალების, ტუჩებისა და თვალების კუთხეებში  არსებული  და სხვა დინამიკური ნაოჭების შესამცირებლად და გასაქრობად.

პრეპარატის შეყვანა ხდებაინექციური მეთოდით, კანქვეშ, ყველაზე,პრობლემურზონებში: თვალისირგვლივ, წარბებსშორის, შუბლზე,ცხვირის ირგვლივ და სხვა მიმიკურად აქტიურ ზონებში. პრეპარატი მოქმედებს უშუალოდ კუნთზე და ახდენს მის დეაქტივაციას,  მოქმედებას იწყებს ორი დღის შემდეგ, მაქსიმალურ ეფექტს კი ერთ კვირაში აღწევს და საშულალოდ 5-7თვის განმავლობაში ინარჩუნებს. შემდეგ იშლება და ორგანიზმის მიერ გამოიყოფა.   პრეპარატი ეფექტურია ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობისა) და შაკიკის სამკურნალოდაც .

პროცედურა 20-30 წთ-ის განმავლობაში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.პაციენტს შეუძლია პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

კონსულტაციაზე ჩაწერა
მეზოძაფები

მეზოძაფები

ასაკის მატებასთან ერთად კანის ელასტიურობა იკარგება, შესაბამისად, საკმაოდ ხშირი ამისი ‘’ჩამოწელვა’’. მეზო ძაფების უნიკალური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ამ პრობლემას გამოვემშვიდობოთ. მეზოძაფები — ესაა ბიოდეგრადირებადი (გაწოვადი) ძაფები, რომლებიც კანში შედის ინექციური მეთოდით (ჩხვლეტით). ძაფები კანთან შეთავსებადია და არ იწვევს მის გაღიზიანებას ანა ლერგიულრ ეაქციებს. შეყვანის შემდგომ, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ძაფი მაგრდება ქსოვილთან და მათ ირგვლივ ყალიბდება შემაერთებელ ქსოვილოვანი კაფსულა. აღნიშნული კაფსულები ძაფების გაწოვის შემდგომ ქსოვილს აფიქსირებს და ბუნებრივი ლიფტინგის როლს ასრულებს.კიდევ ერთი დადებითი თვისება მეზოძაფებისა ისაა,რომ გარდა ვიზუალური ცვლილებისა, კანში მიმდინარეობ სკოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, ძლიერდება მიკროცირკულაცია, სისხლის მიდინება და აქტიურდება კაპილარების მუშაობა. ეს ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, რაც კანის საკუთარი ფუნქციების აღდგენას უწყობს ხელს.

რაც შეეხება პროცედურას, იგი უმტკივნეულოა,არ იწვევს არანაირ დისკომფორტს. არ საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაძლოა გამოიწვიოს უმნიშვნელო შეშუპება ძაფის  შეყვანის ადგილებში, რაც უმოკლეს დროში სრულიად გაიწოვება.შედეგის ხანგრძლივობა არის3 წლამდე.

კონსულტაციაზე ჩაწერა
PRP პროცედურა

PRP პროცედურა

PRP- ტექნოლოგია (Platelet Rich Plasma)  ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
PRP შედგება პლაზმის იმ ნაწილისგან, რომელიც   გამდიდრებულია თრომბოციტებით, სპეციალურ აპარატურაში დამუშავების შემდეგ მიიღება პლაზმა, რომელიც გამოიყენება  ნაოჭების შესავსებად.


შესაძლებელია ჩატარდეს სახესა და დეკოლტეზე, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე, თეძოს შიდა მხრიდან და სხეულის  სხვა მოშვებულ ნაწილებზე.

კანის რეგენერაცია, გამკვრივება, დატენიანება და გაახალგაზრდავება

პლაზმალიფტინგის პროცედურას 1 სთ-მდე დრო სჭირდება და არის სრულიად უმტკივნეულოა. ეფექტი პროცედურის დამთავრებისთანავე იღება, უმჯობესდება თვეების განმავლობაში და გრძელდება 2 წლამდე. კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.

გაცვენილი თმის მკურნალობა აღდგენა გადანერგვის გარეშე prp პლაზმალიფტინგით




ჩვენ კლინიკაში ხდება უნიკალური კორეული სინჯარით  თმის ძირების მკურნალობა.თავის კანში ხდება  თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის  გაძლიერებას, ეს ყველაფერი შეიცავს ზრდის ფაქტორებს და ხელს უწყობს გაცვენილ ადგილას თმის ბუნებრივად ამოსვლას.

ასევე პლაზმა თერაპია ეხმარება მათ ვისაც აწუხებთ თავის კანის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები, კურნავს სებორეას და აქრობს ანთებით პროცესებს.

პროცედურის შემდეგ უმჯობესდება თქვენი თმის ხარისხი ის ხდება ბზინვარე და შესამჩნევად გახშირებული.

პროცედურა სასურველია ჩაიტაროთ თეში ერთხელ 

კონსულტაციაზე ჩაწერა
ხალების და პაპილომების მოწვა

ხალების და პაპილომების მოწვა

პაპილომების,მეჭეჭების,ხალების,პიგმენტური ლაქებისა და კეთილ თვისებიანი წარმონაქმნების მოშორება ულტრა თანამედროვე ლაზერით ACTION II 

პროცედურას ატარებს პროფესიონალი ონკო-დერმაროლოგი.პროცედურა არის უმტკივნეულო,არ საჭიროებს ანესთეზიას და რეაბილიტაციას,პროცედურის შემდგომ არ რჩება ნაწიბური, ღირ-ება 50-400 ლარამდე
ხშირ შემთხვევაში პაციენტებს კანზე აქვთ ახალწარმონაქმნების გარკვეული რაოდენობა, ზოგი მათგანი თანდაყოლილია, მაგალითად, ხალები (პიგმენტური ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსები) და ლაქები, ზოგი კი შეძენილი. პაპილომა და ხალი ეს არი კეთილთვისებიანი სიმსინე. აუცილებელია დიდი ყურადღების მიქცევა მუდმივად კონტროლი რათა არ გადაგვარდეს. პროვოცირებას ბევრი გარე ფაქტორი ახდენს, მზე , სოლარიუმი, დაუშველებია წარმონაქმნების მექანიკური დაზიანება.გვეწვიეთ და თავი დაიზღვიეთ ონკო-რისკებისგან 

კონსულტაციაზე ჩაწერა
მეზოთერაპია

მეზოთერაპია

ახალგაზრდობის შენარჩუნების  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია მეზოთერაპია - სამკურნალო ნივთიერებათა კომპლექსების შეყვანა კანქვეშ.
მეზოთერაპია კეთდება სახისა და სხეულის პრობლემურ ზონებზე ,სადაც ესთეტიკური ნაკლოვანებები შეინიშნება - არა მარტო ნაოჭები და ღაბაბი, არამედ კუპეროზი, აკნე, დერმატოზი, ნაწიბური, თმისცვენა, ლოკალური ცხიმგროვები და სხვა.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ვეღარ ახერხებს კანისა და სხეულის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. მეზოთერაპიის არსი სწორედ ის არის, რომ ქსოვილებსა და უჯრედებს მიაწოდოს ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერებები.

მეზოთერაპიის პროცედურის შემდეგ:

·  უმჯობესდება სისხლისმიმოქცევა;

·  ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა;

·  იკვებება უჯრედები და აღდგება მათი რეგენერაციის უნარი, რაც, თავისმხრივ, აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და იერსახეს.


მეზოთერაპიული კოქტეილის შემადგენლობაში მიკროდოზებით შეიძლება შედიოდეს შემდეგი პრეპარატები:

·  L-კარნიტინი;

·  ემბრიობლასტი;

·  ვიტამინები;

·  პლაცენტა;

·  ჰიალურონის მჟავა;

·  მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც აგვარებს პრაქტიკულად ყველა პრობლემას - არამარტო კოსმეტოლოგიურს, არამედ სამედიცინოსაც.

კონსულტაციაზე ჩაწერა
ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი

პილინგი

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით მიზნად ისახავს კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას. მკვდარი უჯრედების ქვეშ ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედებია განლაგებული. 

პილინგი აძლიერებს ბაზალური (კანის ღრმად მდებარე) შრის უჯრედების გაყოფას, ხდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი და ახალი კანის რეგენერაცია,შედეგად კანი ხდება რბილი, ნაზი და ერთგვაროვანი,პროცედურიდან რამდენიმე ხნისშემდეგ კანი  ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. პილინგის მეშვეობით ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს, თმის ჩაბრუნებას მამაკაცებში  და სხვა. არსებობს პილინგის რამდენიმე მეთოდი: ქიმიური, მექანიკური, ლაზერული და სხვ. პილინგის ყოველგვარი სახეობა ამცირებს რქოვანა შრის სისქეს, აცილებს კანს მცირე კომედონებს, ამცირებს ფორებს, არბილებს კანს.

ქიმიური პილინგი-გამაახალგაზრდავებელი კოსმეტოლოგიური პროცედურაა,კანის ზედაპირულ, საშუალოდ ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ ექსფოლიაციას, ანუ აქერცვლას. პილინგის მეშვეობით ხდება კანის რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის გაშვება, რის შედეგადაც ვღებულობთ კანის განახლებასა და გაახალგაზრდავებას.

ქიმიური პილინგი სხვა უოპერაციო პროცედურებს სშორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. იგი გამოირჩევა მაღალ ეფექტურობით, საშუალებას იძლევა მოკლევადებში მიღებულ იქნას გაახალგაზრდავების სასურველი შედეგი და  ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.

კონსულტაციაზე ჩაწერა
სახის კანის გაწმენდა

სახის კანის გაწმენდა

კანის წმენდა ნიშნავს კანის ზედაპირიდან გარქოვანებული მკვდარი უჯრედების,გამონაყრის,ცხიმოვანი საცობების, ტოქსინების და შლაკების მოშორებას . სახის წმენდის შედეგად ვიღებთ გლუვ ერთფეროვან ჯანსაღ კანს.

მექანიკური წმენდა ხდება ხელით , სტერილური იარაღების დახმარებით . წინასწარ ხდება კანის დაორთქვლა (ვაპორიზაცია) რის შემდეგაც იწყება წმენდვა. გამოიყენება ნიღბები რომელიც შეირჩევა წინასწარ პაციენტის კანის მიხედვით. პაციენტის მცირე დისქომფორტის მიუხედავად  ძალიან კარგი ეფექტი აქვს მსგავს წმენდას

კონსულტაციაზე ჩაწერა