მასაჟი

მასაჟი

პრესო თერაპია

პრესო თერაპია

პრესოთერაპია - ეს არის ქსოვილებზე შეკუმშული ჰაერით ზეწოლა. აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის მიკროცირკულაციას

პროცედურა სასარგებლოა ადამიანებისთვის რომელთაც აწუხებთ:

ცელულიტი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ჭარბი ცხიმის ჩალაგება
მოდუნებული სტრიებიანი კანი
ვენური და ლიმფური მიმოქცევის უკმარისობა 
ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას  ხდის მას გლუვს და ამკვრივებს ზედაპირს

კონსულტაციაზე ჩაწერა
Star Vac-აპარატურული მასაჟი

Star Vac-აპარატურული მასაჟი

დაიბრუნეთ იდეალური ფორმები!

ცელულიტისა და ცხიმებთან ბრძოლის ფრანგული აპარატი STARVAC ვაკუუმ ქილები და LPG 
რბილი და მყარი ცელულიტი ,ფიბროზული ცელულიტის მკურნალობაა.
Star Vac- უნიკალური აპარატურული მასაჟი და სხეულის კორექცია- ვაკუუმ ქილები,ორმაგი ქილები LPG.

- ცელულიტის მკურნალობა
- ჭარბი წონის მოშორება
- სხეულის კორექცია
- ლიმფოდრენაჟი
- სხეულის გამკვრივება
- დუნდულების ლიფტინგი
- კავიტაცია
ასევე გთავაზობთ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ,სხვადასხვა სახის მასაჟებს-ტრადიციული ხელის( სამედიცინო),მანუალური,ანტიცელულიტური,რელაქსაციური, მასაჟი შეფუთვით( ბიოლაინის პროდუქციით) ტალასო (ტალახით) პროცედურებს, შოკოლადის და თიხის მასაჟს .

კონსულტაციაზე ჩაწერა
კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი

კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი

მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპიდების, ცელულიტის გაქრობას ქირურგიული მეთოდების გამოყენების გარეშე.  

ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ საშუალოდ 10-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.

ანტიცელულიტური მასაჟი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რაც უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას. ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ადგილობრივ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებულიც ხიმის, შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.

ანტიცელულიტური მასაჟი შესაძლებელია გაკეთდეს ანტიცელულიტური შეფუთვებითაც: ჩვენს კლინიკაში პროცედურები კეთდება „BIOLINE  JATO“-ს პროდუქციით

კონსულტაციაზე ჩაწერა
კლასიკური საერთო სარელაქსაციო მასაჟი

კლასიკური საერთო სარელაქსაციო მასაჟი

 საერთო მასაჟი ადუნებს კუნთებს და ატონიზირებს, უმჯობედება კანის კვება და ტურგორი. სტიმულირდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შედეგად ორგანიზმში რეგენერაციული პროცესები აქტიურდება. კლასიკური მასაჟი აგარიდებთ თავიდან სისხლის შეგუბებას, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების მიზეზს. ეს მასაჟი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკურ-სამკურნალო პროცედურაც. ამაღლებს იმუნიტეტს.

საერთო მასაჟი ხსნის დაძაბულობას და სტრესს. დაძაბულობის დროს ხდება კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმულობა, კუნთის ქსოვილი კარგავს ელასტიურობას. 

კონსულტაციაზე ჩაწერა
ანტისტრესული მასაჟი

ანტისტრესული მასაჟი

სტრესის მოხსნისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა ანტისტრესული მასაჟი. ეს პროცედურა  მოიცავს თავისა და კისრის ზონის მასაჟს, მოქმედებს პაციენტის საერთო განწყობასა და სისხლის მიმოქცევაზე. უმჯობესდება თავის ტვინისკვება, ჟანგბადის მოხმარება ორგანიზმის მიერ, იხსნება დაძაბულობა ,პროცედურა შეიძლებ აჩატარდეს ზურგსა და სხეულის სხვანაწილებში, რაც აქტიურად ეხმარება გადაღლილობის მოხსნასა და გონებრივი შესაძლებლობების აღდგენაში

კონსულტაციაზე ჩაწერა
სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება. არსებობს როგორც საერთო, ისე ლოკალური ხასიათის მასაჟი. სამკურნალო მასაჟის ჩატარებისას ხუთი ძირითადი ხერხი გამოიყენება: ხელის პერიოდული გადასმა, დაჭიმვა, დაზელვა, დარბილება და ვიბრაცია, აგრეთვე სხვადასხვა მოძრაობები.სარეაბილიტაციო მასაჟი, გამოიყენება ფუნქციური ხასიათის მკურნალობისთვის, სპორტსმენის ფიზიკური შრომის უნარიანობის აღსადგენად, ხანგრძლივი შესვენების ანდ ავარჯიშების შემდეგ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში და სხვა.

კონსულტაციაზე ჩაწერა