SPECTRA XT

SPECTRA XT

SPECTRA XT

SPECTRA XT

Lutronic-ის პირველი ლაზერი აპარატი საქართველოში Spectra XT, რომლიც გვეხმარება მთელი რიგი ესთეტიკური და დერმატოლოგიური პრობლემების მოგვარებაში:

1. აკნე (ცხიმიანიკანი, გამონაყარით)
2. პიგმენტური ლაქების მოშორება
3. მელაზმა
4. ერითემა
5. კანის გაახალგაზრდავება (shine ეფექტი)
6. წვრილი ნაოჭების გასწორება
7. ფორების შევიწროვება
8. სახის კანის ღრმა წმენდა - ლაზერული პილინგი
9. ფრჩხილის სოკოს ლაზერული მკურნალობა
10. ტატუს მოშორება (უმტკივნეულოდ)
11. მწეველი პაციენტის კანის ფერის გაუმჯობესება

Spectra XT-სწრაფად! უმტკივნეულოდ!  უსაფრთხოდ!  გასაოცარიშედეგით!

კონსულტაციაზე ჩაწერა
ტატუს მოშორება

ტატუს მოშორება

ტატუს მოშორება ხდება უახლესი ლაზერული აპარატით   yag lazer 

უმტკივნეულოდ და უსწრაფეს დროში

ასევე შესაძლებელია ამ აპარატით ტატუს მაკიაჟის მოცილება 

თანდაყოლილი ლაქების მოცილება

ჭორფლების მოცილება 

პროცედურა ტარდება  5 ჯერ თვეში ერთხელ

კონსულტაციაზე ჩაწერა
ფრჩხილის სოკოს მკურნალობა

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა

რამოდენიმე ხნის წინ დაზიანებულ ფრჩხილს კი არ მკურნალობდნენ, არამედ აშორებდნენ, რადგან ამოსული ფრჩხილიც დაზიანებული იყო ონიხომიკოზით. ახლა ფრჩხილის მოშორება საჭირო აღარ არის, რადგან spectra xt ლაზერის საშუალებით ხდება დაზიანებული ფრჩხილის მკურნალობა და საბოლოოდ განკურნება.

ჯანმრთელი ფრჩხილი გლუვი, ერთფეროვანი და ერთგვაროვანია, არც ლაქები აქვს და არც ბორცვაკები, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგალითად, შესაძლოა, ფრჩხილის ფუძიდან კიდემდე ვერტიკალური ხაზი გაჩნდეს და ერთ დროს იდეალურად ლამინირებულმა ფირფიტამ ერთგვაროვნება დაკარგოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ასაკის ბრალია. კიდევ ერთი უვნებელი ცვლილებაა თეთრი ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ფრჩხილის ტრავმის შედეგად ჩნდება, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ და, როგორც წესი, ფრჩხილის ზრდასთან ერთად ქრება.

ცხადია, არსებობს საყურადღებო ნიშნებიც, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებაზე (თუნდაც მსუბუქზე, უმნიშვნელოზე) მეტყველებს. ესენია:

ყვითელი ლაქები
ფრჩხილის გაყოფა ფუძიდან – ონიქოლიზისი
ჩაღრმავებები, რომლებიც ღარივით გასდევს მთელ ფრჩხილს
მრავლობითი წერტილოვანი ლაქა
გამჭვირვალობადაკარგული, თეთრი ფრჩხილები
ტალღოვანი ფრჩხილები.
მსგავსი პრობლემების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს

კონსულტაციაზე ჩაწერა
მწეველი პაციენტის კანის ფერის გაუმჯობესება

მწეველი პაციენტის კანის ფერის გაუმჯობესება

თამბაქოს მოწევა ქალს 8 წლით ადრე აბერებს.ადრეულ ასაკში ეს შესამჩნევი არაა მაგრამ 45 წლის მწეველი ქალი თავის ტოლ არამწეველაბზე ბიოლოგიურად 8 წლით უფროსია. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა რომ მოწევის გამო კანი ჟანგბადით კარგად აღარ მარაგდება .შედეგად უფრო ხანდაზმულად გამოიყურებით . სახის კანი კარგავს ელასტიურობას და იცვლის ფერს.

spectra xt ლაზერი საშვალებით თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ სახის კანის უწინდელი ფერი . ლაზერი თქვენ კანს ელასტურობას და ფერს დაუბრუნებს shine ეფექტით

კონსულტაციაზე ჩაწერა
ლაზერული პილინგი

ლაზერული პილინგი

კანის პილინგი – ქიმიური და მექანიკური პილინგი, გამოიყენება კანის ზედაპირული, გარქოვანებული, არასიცოცხლისუნარიანი  შრეების ჩამოფცქვნისთვის, რასაც მოსდევს კანის ზედაპირის სწრაფი განახლება. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი. ტექნიკურ პროგრესთან ერთად იცვლება საშუალებები კანის ეფექტური პილინგისთვის  პროცედურა  ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ტონუსს. 

პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის სისხლით მომარაგება აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა.
აპარატი spectra xt ასაკთან ბრძოლის სისტემაა.

ულტრაბგერითი პილინგი სულ 15 წუთში ღრმად ასუფთავებს კანს გარქოვანებული უჯრედებისგან, გამოაქვს ცხიმი, მაკიაჟის ნარჩენები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ულტრაბგერის თერმული ეფექტი ახდენს ქსოვილების მიკრომასაჟს. ეს ყველაფერი კანის ელასტიურობას და ტონუსს აუმჯობესებს.

კონსულტაციაზე ჩაწერა
ფორების შევიწროვება

ფორების შევიწროვება

სახის კანზე ფორების გაფართოება ცხიმიანი კანის ნიშანია. გაფართოებული ფორების არ მკურნალობა იწვევს სახის კანის ნაადრევ დაბერებას.

spectra xt ლაზერი ავიწროებს ფორებს და საბოლოოდ ვიღებთ დახურულ ფორებს გლუვ და ელასტიურ კანს. ლაზერის გარდა სხვა ვერცერთი საშვალება ვერ მოგიგვარებთ ამ პრობლემას ისე რომ უკვალოდ დაიხუროს ფორები და აღარ იყოს შესამჩნევი 

კონსულტაციაზე ჩაწერა
კანის გაახალგაზრდავება,წვრილი ნაოჭების გასწორება

კანის გაახალგაზრდავება,წვრილი ნაოჭების გასწორება

25 წლის ასაკიდან შესამჩნევი ხდება მიმიკური წვრილი ნაოჭები და სახის კანის სტრუქტურის მკვეთრი ცვლილება

გამოცდილებამ გვანახა რომ spectra xt ლაზერი შეუცვლელია ამ პრობლემების მოგარებაში , ის ასწორებს წვრილ ნაოჭებს ცვლის კანის სტრუქტურას აახალგაზრდავებს კანს და გვაძლევს shine ეფექტს . შედეგად თქვენ იგებთ გადაჭიმულ ერთგვაროვან ნაზ კანს 

კონსულტაციაზე ჩაწერა
მელაზმა

მელაზმა

მელაზმა ეს არის კანის დაავადება რომელიც გამოვლინდება კანზე ჰიპერპიგმენტური ლაქების არსებობით 

პრობლემის მოსაგვარებლად გთავაზობთ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ, გრძელპულსიან ლაზერს, რომელიც ლაზერულ ტექნოლოგიებში ბოლო მიღწევად ითვლება. ლაზერი არჩევითად მოქმედებს მხოლოდ პიგმენტურ ლაქაზე, ამიტომაც არ აზიანებს გარშემო ქსოვილებს, არ იწვევს დამწვრობას და სხვა გართულებებს. არ საჭიროებს გაუტკივარებას, წინასწარ მომზადებას და შემდგომ პერიოდში განსაკუთრებულ მოვლას. ლაზერის საშუალებით შესაძლებელია ალაგდეს სხეულის ნებისმიერ ზონაზე

კონსულტაციაზე ჩაწერა
პიგმენტური ლაქის მოშორება

პიგმენტური ლაქის მოშორება

მზისგან წარმოქმნილი და ასაკობრივი პიგმენტური ლაქების გაქრობა არაინვაზიური, უმტკივნეულო და უახლესი მეთოდით 
spectra xt-ის უნიკალურ, უახლესი ტექნოლოგიის, არაინვაზიურ აპარატს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოიხმარს. მულტიფუნქციურ აპარატს გააჩნია სამედიცინო, ესთეტიკური და დერმატოლოგიური მიმართულებები.  

Spectra xt-ის  არაინვაზიური ტექნოლოგიები უსაფრთხო, სანდო და კომფორტული ტექნიკის დახმარებით  ეფექტურად კურნავს მზისგან წარმოქმნილ და ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს. 

ის კანის სტრუქტურას აახალგაზრდავებს და უბრუნებს კანს განახლებულ იერს და რაც მთავარია, არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

კონსულტაციაზე ჩაწერა
აკნე

აკნე

კანზე გამონაყარი 10 წლის შემდეგ ჩნდება, ე.ი. იმ ასაკში, როდესაც ორგანიზმი სქესობრივ მომწიფებას იწყებს. აკნე კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კანისა და თმის ცხიმიანობის მატება (სებორეა), შავი და თეთრი ფერიმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე), რომელიც უპირატესად სახეზე, გულმკერდზე, ბეჭებზე, მხრებზე ჩნდება და არცთუ იშვიათად კანზე ნაკვალევს, ნაწიბურებს ტოვებს.
spextra xt არის აკნესთან ბრძოლის უნიკალური აპარატი. ლაზერი გარდა იმისა რომ ღრმად წმენდს სახის კანს ,არჩენს ჩირქოვან გამონაყარს და უკვალოდ აქრობს ნაწიბურებს.   სასურველია მინიმუმ 3 მაქსიმუმ 6 პროცედურა ინდივიდუალურია პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე

შედეგს პირველივე ჯერზე ხედავს პაციენტი 

კონსულტაციაზე ჩაწერა